ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მას ტრადიციულად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. 
სხდომას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე. პრეზიდენტმა სხდომაზე დასასწრებად საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილიც მიიწვია. 

უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საააკშვილმა ავღანეთში ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების შემდეგ მოიწვია. 

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არც ამჯერად დაესწრება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი თემები საინტერესოდ არ მიაჩნია.

კომენტარები