ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ელჩების საკითხზე სპეციალური სხდომა გაიმართება

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დღეს, 11 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩობის კანდიდატების საკითხთან დაკავშირებით  სპეციალური სხდომა გაიმართება.

"სხდომაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც იყო დღის წესრიგში, ასევე, გავაჟღერეთ ის თემები, რომლებიც გვქონდა ჩვენ. ჩემი მხრიდან ეს იყო ელჩების საკითხი, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინირებულ მუშაობასთან დაკავშირებული თემა. ელჩების საკითხზე ვიმსჯელეთ და წარმოიშვა წინადადება, რომ გაიმართოს სპეციალური სხდომა, რომელზეც განვიხილავთ ელჩობის კანდიდატების საკითხს და მოვუსმენთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არ ხდება ზოგიერთი მათგანის წარდგენა პარლამენტში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ უშიშროების სხდომის დასრულების შემდეგ.

ფანჯიკიძე პრეზიდენტის ვიზიტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკვე არსებობს ორი პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყნის პირველ პირს ქვეყნის გარეთ მოგზაურობისას თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 "ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

კომენტარები