პროკურატურა

იმერეთის გუბერნატორი პროკურატურაში დაიბარეს

ვახტანგ ბალავაძის Facebook

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 13 ივნისს, 15 საათზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ხაშურის რესურსცენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი შუბითიძე, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.

როგორც ბალავაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ საქმეზეა დაბარებული. "ზუსტად არ ვიცი, რასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამომძიებელს ველაპარაკე, შემოსულია რაღაც განცხადებაო კონკრეტული ფიზიკური პირის, რომ თითქოსდა მას და ჩემ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ეს იყო არჩევნების დღეს, ანუ 9 თვის უკან", - ამბობს იმერეთის გუბერნატორი.

კომენტარები