რობაქიძის საქმე

კბილაშვილი: რობაქიძის შესახებ მასალაში, ათეულობით მონტაჟის ფაქტი იკვეთება

ტაბულა

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა, FBI-დან შუალედური დასკვნა მიიღეს.

კბილაშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, ვიდეომასალაში ათეულობით მონტაჟის ფაქტი იკვეთება.

"ჩვენ ამ დასკვნას არ დავმალავთ, ეს შუალედური დასკვნაა და სრულ დასკვნასაც მივიღებთ, რომელსაც სასამართლოსაც გადავცემთ. მონტაჟი ნიშნავს იმას, რომ არსებული ვიდეომასალა არ არის გადაღებული უწყვეტ რეჟმში და ეს არის კადრების კომპილაცია. ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა ვიდეომასალის როგორც მტკიცებულების ვარგისიანობის დასადგენად გვჭირდებოდა, ანუ უნდა გვცოდნოდა რამდენად ხარისხიანია ეს ინფორმაცია, რაც ფირზეა ასახული, რომ შემდეგ შინაარსობრივად გვემსჯელა მასზე. ამ ეტაპზე წინასწარ აზრს ვიტყვი მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს საბოლოო პოზიცია არ არის: რაც იკვეთება იმით, ანუ ის, რომ ვიდეოფირზე მოცემული მონაცემები არის მონტაჟის საგანი, უკვე გამოირიცხება მთავარი, რომ ეს ინფორმაცია ხარისხიანია. ეს არ შეიძლება იყოს ხარისხიანი ინფორმაცია, შესაბამისად, ის წესით არ უნდა იყოს მტკიცებულება და მასზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს შინაარსობრივი დასკვნების გაკეთება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

კომენტარები