ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 13 ივნისს, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის უფლებას დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგობა გამოხატა, ხოლო 84-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

როგორც ცნობილია, რეზოლუცას მხარი არ დაუჭირა ქვემოთ ჩამოთვლილმა 16-მა ქვეყანამ:

1. ბელარუსი, 2. ვენესუელა, 3. ვიეტნამი, 4. ზიმბაბვე, 5. კუბა, 6. ლაოსი, 7. მიანმა, 8. ნაურუ, 9. ნიკარაგუა, 10. რუსეთი, 11. სერბეთი, 12. სირია, 13. სომხეთი, 14. სუდანი, 15. ჩრდილოეთ კორეა და 16. შრი-ლანკა.

თავდაპირველად, რეზოლუციამ 62 ხმა დააგროვა, თუმცა კენჭისყრის შემდეგ აზერბაიჯანის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, მისი ხმა ეკრანზე არ გამოჩნდა და ხმის დარეგისტრირება მოითხოვა. 

რეზოლუციის ტექსტში ასამბლეა ადასტურებს, რომ იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები მიუღებელია და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებების პატივისცემა. 

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. 

კომენტარები