ირანი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანი ლიდერობს

wikipedia.org

BBC–ის ცნობით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანი ლიდერობს.  64 წლის როჰანი "ზომიერი" კურსის მომხრე სასულიერო პირია. წინაასაარჩევნოდ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში სწორედ როჰანი ლიდერობდა.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვის პროცესი მიმდინარეობს. BBC–ის ცნობით, დათვლილი 5 მილიონი ხმების შედეგად, როჰანმა არჩევნებში 51% დააგროვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, თეირანის მოქმედმა მერმა, კონსერვატიული ძალების წარმომადგენელმა, მოჰამედ ბაყირ ყალიბაფმა ხმების 17% მოიპოვა.

ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 70% მიიღო მონაწილეობა, სულ ქყვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის უფლება კი 50 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა. საარჩევნო უბნები ოთხი საათის დაგვიანებით დაიხურა, მიზეზად კი ამომრჩეველთა რიგები დასახელდა.  

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობდა. ყოველი მათგანი ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერად მოიაზრება. 64 წლის როჰანი, მათ შორის ყველაზე "ზომიერი" კურსის კანდიდატად მიიჩნევა. იგი ქვეყნის საკანონდმებლო ორგანოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა და იყო მთავარი მომლაპარაკებელი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ დისკუსიებში.

არჩევნებში კენჭს არ იყრიდა მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც ზედიზედ ორი ვადით იყო არჩეული ქვეყნის პირველ პირად.

საგულისხმოა, რომ არჩევნებს ირანში არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი არ ესწრებოდა.

კომენტარები