ირანი

ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს

0 კომენტარი
ფოტო: wikipedia.org

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 64 წლის შიიტმა სასულიერო პირმა, ჰასან როჰანმა გაიმარჯვა. მას ირანელი რეფორმატორები უჭერენ მხარს.

შაბათს, 15 ივნისს, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა მოჰამად ნაჯარმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში 18.6 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მათი 50.71% კი როჰანს მიემხრო. თეირანის მერს მოჰამად ბაქარ ყალიბაფს, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვებით ასევე დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების, ხმათა მხოლოდ 16.56% ხვდა წილად.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ახალ პრეზიდენტს გამარჯვება უკვე მიულოცა. 3 აგვისტოს, სწორედ ხამანეის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ხელმოწერის შემდეგ, როჰანი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ფიცს დადებს.

ჰასან როჰანმა დასავლეთთან მეტი ჩართულობის პირობა დადო და განაცხადა, რომ "ეს გამარჯვება სიბრძნის, ზომიერების და სიმწიფის გამარჯვებაა და არა ექსტემიზმი". მაგრამ მან იქვე აღნიშნა, რომ  ყველა სახელმწიფო, რომელიც ირანთან დილოგიის მომხრეა, "ისლამური რესპუბლიკის უფლებების აღიარებით უნდა საუბრობდეს".

BBC-ის ცნობით, აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უკვე გამოეხმაურნენ ირანის ახალი პრეზიდენტის არჩევას.  მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმუშაონ ირანთან სადავო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები