ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

ბესელია:17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნის პროექტი შევიმუშავეთ

17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა. 

დასკვნის პროექტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ. 

"ჩვენ შევიმუშავეთ დასკვნის პროექტი, სადაც მითითებულია ყველა მთავარი ასპექტი, რაც იქ მოხდა და შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა. დასკვნის ძირითადი ნაწილი ეთმობა იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან დაცული უნდა იყოს. აქვე მითითებულია რეაგირების ის ფორმები, რაც ამ ფაქტებს მოჰყვა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნის პროექტი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 12 ათასი ხელმოწერით შესული განცხადების საფუძველზე მომზადდა. ხელმომწერები, 17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტების ობიექტურ გამოძიებას და ყველა მოძალადისა თუ მათი წამქეზებლის, კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ.

კომენტარები