მერაბიშვილის საქმე

სუბარი: მერაბიშვილთან ტელევიზორს დღეს ან ხვალ შეიტანენ

სოზარ სუბარი

ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილთან ტელევიზორს დღეს ან ხვალ შეიტანენ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ადმინისტრაციას უკვე მიმართა. 

"მერაბიშვილი სხვა პატიმრებთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფება. მას აქვს მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებთან წვდომა და ინფორმაციის მიღების საშუალება. რაც შეეხება ტელევიზორს, უკვე ნათქვამი მაქვს და დღეს ან ხვალ ექნება ტელევიზორის საშუალება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა. მისი მოთხოვნაა, ჰქონდეს ტელევიზორი, რასაც პატიმრობის შესახებ კანონი ითვალისწინებს. 

 

 

 

 

კომენტარები