17 მაისის მოვლენები

20 ივნისს აქცია "ნუ აყალბებ ჩემს უფლებებს" გაიმართება

www.hotels.ltd.ge

20 ივნისს, 10:00 სთ-ზე თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სახელწოდებით  "ნუ აყალბებ ჩემს უფლებებს".

"ჩვენ, ვინც აღშფოთებულები ვართ 17 მაისის მოვლენების ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტისეული შეფასებებით და მიგვაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება", - ნათქვამია აქციის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 მაისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ჩატარებულ სხდომაზე 17 მაისის მოვლენების შესახებ დასკვნის პროექტი მომზადდა.

აქციის მონაწილეები აქციაზე ამობეჭდილი ფოტოებით მისვლას გეგმავენ, რომლებზეც 17 მაისის მოვლენებზე მომზადებულ პეტიციაზე ხელმოწერის აღმნიშვნელი რეგისტრაციის ნომერი იქნება მითითებული.

კომენტარები