არასამთავრობო ორგანიზაცია

TI-საქართველო: პრეზიდენტმა ლევან ქარდავას 1 ლარად მიწის ნაკვეთი აჩუქა

მიხეილ სააკაშვილმა ლევან ქარდავას პირდაპირი განკარგვის გზით 1 ლარად კოჯორში 2501 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ქონების გაცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ლევან ქარდავას თანამდებობრივ დეკლარაციაშიც არის აღნიშნული. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2013 წლის 20 ივნისს ვიდეოგანცხადება გაავრცელა, რომელშიც ძალოვანი უწყების ორ ყოფილ თანამშრომელს - დავით ჩხატარაშვილს და ლევან ქარდავას, წამების ორგანიზებაში დასდო ბრალი და იქვე განაცხადა, რომ თავად არცერთ მათგანს არ იცნობდა. 

 

კომენტარები