წამების ამსახველი ვიდეოკადრები

თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერების დახარისხებას უჭერს მხარს

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. წულუკიანის განცხადებით, მისთვის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა ის ჩანაწერების დახარისხებას უჭერს მხარს. 

"ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სამალავში აღმოჩენილი კადრები ვერ განადგურდება, რადგან ჯერ საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ არის ისეთი ჩანაწერებიც, რომლებზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებია. ამ კადრებს, ალბათ, ჯერ დახარისხება სჭირდება, ვიდრე მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის შემდეგ, მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა, მათ კვირას, 23 ივნისს, აღარ გაანადგურებენ. როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ერთი კვირის თავზე კომისია ისევ შეიკრიბება და განსაზღვრავს ჩანაწერების განადგურების თარიღს. მანამდე კი დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციები კვლავ გაიმართება.

კომენტარები