ჯანდაცვის სამინისტრო

სერგენკო: ჯანდაცვის სფერო სტაგნაციას განიცდის

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სფერო სტაგნაციას  განიცდის. ამის გარშემო მინისტრმა, სადაზღვევო კომპანიების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას ისაუბრა. კომპანიები შიშობენ, რომ მათ საქმიანობას სტაგნაცია ემუქრება.

"დღე არ გავა, რომ რომელიმე საავადმყოფო არ გაიფიცოს დაგვიანებული ანგარიშგების გამო. მე მიჭირს ინტერპრეტაცია, თუ რას უნდა გულისხმობდნენ სტაგნაციაში სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ სტაგნაცია არის და პრობლემებია. ჩვენი მცდელობა იქით არის მიმართული, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას", - განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები