წიგნის კითხვის სტატისტიკა

საქართველოს მოსახლეობის 18 % წიგნებს არ კითხულობს

0 კომენტარი
ფოტო: Tabula

დღეს სამების საკათედრო ტაძარში მკითხველთა კონკურსი გაიმართა. ტაძრის ეზოში კარვებია გაშლილი, სადაც მონაწილეები "წიგნის კითხვის დღეს" აღნიშნავენ. კათოლიკოს პატრიარქი ღონისძიება შეურთდა. მისი განცხადებით "ყოველდღე უნდა ვიკითხოთ და ბედნიერები ვიქნებით". პატრიარქმა ასევე ურჩია მართლმადიდებელ მრევლს, რომ აკაკი წერეთლის მოთხრობა "მერცხლისა და ჭივჭავების ომი" წაიკითხონ.

წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე პატრიარქმა გასულ კვირასაც ისაუბრა. "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ",- აღნიშნა პატრიარქმა.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში ერთ მილიონ ადამიანზე 13.615 წიგნი იბეჭდება, რის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 63-ე ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის, 2011 წლის მონაცემებით საქართველოში 2.8 მილიონი წიგნი თუ ბროშურა გამოქვეყნდა. Data Initiative 2007 წლის კვლევის მიხედვით, კითხვაზე წაგიკითხავთ თუ არა უკანსკნელი ექვსი თვის განმავლობაში წიგნი, საქართველოს მოსახლეობის 67.6 % პროცენტმა უარყოფითად უპასუხა (იგივე კვლევით აზერბაიჯანში გამოკითხულთა  66.7%-ს უარყოფითად უპასუხა, ხოლო სომხეთში ეს მონაცემი 52.6%-ია).  CRRC-ს 2011 წლის კავკასიური ბარომეტრის მიხედვით,  აღნიშნულ შეკითხვაზე  საქართველოს მოსახლეობის 54%-ის პასუხი უარყოფითი იყო. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კვლევის 2012 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტი ამბობს, რომ 1-10-მდე წიგნს კითხულობს ერთ წელიწადში. 11-20 წიგნამდე მხოლოდ მოსახლეობის 13%-მა წაიკითხა. 18% პროცენტი კი წიგნებს საერთოდ არ კითხულობს. ეს მაჩვენებელი Pew Research Center-ის მონაცემებით, საშუალო ამერიკელის შემთხვევაში წელიწადში 17 წიგნს უსდრის. ხოლო აღმასრულებელი დირექტორების შემთხვევაში, თვეში 4-5 წიგნს. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის იმევე კვლევის მიხედვით ქართველების 68.2% პროცენტი უპირატესობას მხატრულ ლიტერატურას ანიჭებს, ხოლო პოლიტიკის და ისტორიის შესახებ წიგნებს 22.4% კითხულობს, შემეცნებით ლიტერატურას კი 20.8%. რესპოდენტთა 54% -ის თქმით მათ მიერ შეძენილ წიგნებში საბავშვო წიგნებს 0% უჭირავს. გამოკითხულთა მხოლოდ 21% უკითხავს  ბავშვებს წიგნებს. 

სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით, (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study)  საქართველოს მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია წიგნის კითხვის საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელთან შედარებით საქართველომ მაჩვენებელი 17 საფეხურით გაიუმჯობესა, კვლევის შედეგებით საქართველო კვლავ ჩამორჩება PIRLS-ის სტანდარტული შკალის საშუალო მაჩვენებელს. PIRLS-ის 2006 წლის მონაცემების მიხედვით  ქართველი მშობლების  42% უთმობს 5 საათზე მეტს კვირაში კითხვას. 1-5 საათამდე კი 38 პროცენტი. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები