NATO-საქართველოს ურთიერთობა

აპატურაი: პარლამენტის როლი კოაბიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ, კოაბიტაციის პროცესში პარლამენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში "დავითები კარგ საქმეს აკეთებენ". განცხადება აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, დავით უსუფაშვილთან და დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ავღანეთში დიდი დანაკლისისა და ტრაგედიის შემდეგ, უმცირესობასა და უმრავლესობას აქვთ მტკიცე პოზიცია საქართველოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ერთდროულად მართავს შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობასთან. ეს პოზიტიური შეხვედრაა, რადგან გენერალურ მდივანს აქვს შესაძლებობა, პარლამენტარებს განუცხადოს, რომ კოაბიტაციის პროცესში პარლამენტის როლი არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. პარლამენტში დავითები კარგ საქმეს აკეთებენ, რათა მთავრობამ კოორდინირებულად იმუშაოს და განხორციელდეს კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებები", - განაცხადა აპატურაიმ.

 

კომენტარები