დაკავებები

ხადური: გამოძიება ობიექტური და გამჭვირვალე იქნება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო სახსრები მიითვისა.

"კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიითვისა სახელმწიფო სახსრები. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ობიექტური. არცერთი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი თანამდებობა, არ არის იმუნიტეტი იმისა, რომ წარსულში ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე პასუხი არ აგოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს კანონმდებლობის სრულად დაცვით მოხდა .

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა. მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

კომენტარები