საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: მოვუწოდებ პრემიერს, თუნდაც თავისი ფული ჩადოს ეკონომიკაში

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და პრემიერმინისტრს მოუწოდა, ”თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში”.

"განსაკუთრებული მოხეხრება სჭირდება ეკონომიკურ ზრდის 11%-დან 0%-მდე დაყვანას. ეს აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნლოევანია მთავრობა გამოფხიზლდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ მთავრობას დავუტოვეთ რამდნიმე მილიარდი. პრემიერმა ეს ფული დახარჯა გაუაზრებელ პოპულისტურ ნაბიჯებზე. ჩაიყარა ფული უფასო ხვნის პროგრამაში და სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი ფართობების, რომელიც მოიხნა არაფერი დათესილა. პრაქტიკულად, მოსავალი არ იქნება. მე მესმის, რომ ხალხს სიამოვნებს ელექტროცელი და ხერხი სახლში დამატებით როგორც ნივთი და ის, რომ 100, 200, 300 ლარი შეიძლება ოჯახს გაუჩნდეს დამატებით შემოსავლად ერთჯერადად, მაგრამ ის, რომ ამ ფულის უმეტესი ნაწილი მოიპარა და ის, რომ ამ ფულის შემდეგ საქართველოს განვითარება აღარ მოყვება, ეს არის ელემენტარული ფაქტი. მოვუწოდებ პრემიერმინისტრს ახლა არის ის დრო, რომ თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში. თუ ეკონომიკა სპირალში შევიდა, მერე იქიდან მისი გამოყვანა ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა იქნება. ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგგენა, ძალიან ძნელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პრემიერმინისტრს და მთავრობას ესაუბროს.

"არასდროს, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, გარდა 2008 წლის გამონაკლისისა, როცა მსოფლიო კრიზისი და ომი გვქონდა, საქართველოს ეკონომიკა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში არ ყოფილა. აქამდე, მთელი ეს პერიოდი შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკური ინიციატივებისგან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ რატომღაც პრემიერმინისტრი ყველაფერს პირიქით გააკეთებდა. ეს თავისთავად უჩვეულო მდგომარეობაა ურთიერთობების, მაგრამ, სამწუხარო რეალობაა. ამის მიუხედავად, ახლა თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, როგორითაც ეს მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური სტაგნაცია  რამდენიმე საკითხმა განაპირობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებამ.

"პირველი მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაა - ლაზიკის პორტის, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის ფაქტობრივი შეჩერება, ასევე ბევრი სხვა პროექტის შეჩერება. მეორე – საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრი გაუარესება, რაც ახდენს გავლენას ინვესტორებზე. მე მრავალი წლის განმავლობაში არ მსმენია ასეთი კრიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც გვესმის ბოლო თვეების, კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში. შემდეგი მიზეზი – საკანონმდებლო გაუარესებებია, მათ შორის შრომის კოდექსი, რომელიც ნამდვილად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ რეალობას, ასევე კრიმინალური ფონის მკვეთრი გაუარესება. ამიტომ, ჩემი მოწოდება, რჩევა, თუ ვინმეს მისი მოსმენა უნდა არის შემდეგი - უნდა განახლდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები, საქართველოს სჭირდება ახალი დიდი პორტი, ლაზიკის პროექტი სამეგრელოსთვის, გურიისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის ამოსუნთქვაა. არ შეიძლება სააკაშვილის ჯინაზე ამ პროექტის მოკვლა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, ისე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანა ბათუმიდან.ეს პროექტები იყო ამ რეგიონების გასავითარებლად, რასაც მოჰყვება მთლიანად ქვეყნის სწრაფი განვითარება. გარდა ამისა, დაუყოვნევლივ უნდა განვიხილოთ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკური საქმიანობის, ასევე ეკონომიკური ამნისტიის საკითხები. ეს ყველაფერი შექმნილ საგანგებო სიტუაციაში ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის სტიმულირებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

კომენტარები