ნაციონალური მოძრაობა

დავით საყვარელიძე იონათამიშვილის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება

primetimenews.ge

კოკი იონათამიშვილის მიერ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას, ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმცირeსობის წევრმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა, "ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს".

"სამწუხაროდ,  ამ მასშტაბის ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს, ბევრს ნებისყოფა აქვს, ბევრს - არა, ზოგის ფასეულობები რაღაც ბზარსაც განიცდის. ამიტომ ეს კოკის არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვინც, როცა ზურგს უკან გიდგას, იმედი გაქვს. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა და საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება იონათამიშვილმა დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა.

იონათამიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილს ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება გამოცხადდა, პარტია მაინც ჩაკეტილ ორგანიზმად რჩება და მისი განახლება ვერ ხერხდება. მისივე თქმით, ის ქართული ოცნების მხრიდან დაანონსებულ, საკრებულოს საკადრო ცვლილებებში მონაწილეობას არ აპირებს. 

კომენტარები