აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა, ალექსანდრ ანქვაბმა ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს უმასპინძლა. მსახიობის განცხადებით, "აფხაზეთი პატარა შესანიშნავი ქვეყანაა". ანქვაბმა მსახიობის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზები ფრანგებს კარგად იცნობენ, ხოლო ფრანგებმა არცთუ ისე ბევრი რამ იციან აფხაზეთზე. მარიონეტული რეჟიმის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ დეპარდიემ სანაპიროზე გაისეირნა და სოხუმის მოსახლეობას გაესაუბრა.
ცოტა ხნის წინ, დეპარდიე ჩეჩნეთს ესტუმრა, სადაც მას რამზან კადიროვმა უმასპინძლა. როგორც ცნობილია, ჟერარ დეპარდიემ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.