დანაშაულის სტატისტიკა

რეგისტრირებული ნარკოდანაშაული 2-ჯერ გაიზარდა

RFE/RL

წინა წლის ივნისთან შედარებით, 2013 წლის მაისში ნარკოდანაშაულზე რეგისტრირებული საქმეთა რაოდენობა 200%-ზე მეტით, 281-იდან 634-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. აგრეთვე თვალშისაცემი ზრდა შეინიშნება რეგისტრირებული სამოხელეო დანაშაულის საქმეთა რაოდენობის ცვლილებაში. თუ 2012 წლის ივნისში სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით 5 საქმე იქნა რეგისტრირებული, 2013 წლის მაისში ეს მონაცემი 30-ს უტოლდება. სხვა სახის დანაშაულზე რეგისტრირებულ საქმეთა რაოდენობაში წინა წლის ივნისსა და წლევანდელი წლის მაისს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნება. 

კომენტარები