სამხედრო გადატრიალება

ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება მოხდა

ეგვიპტის სამხედრო ძალებმა არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მორსი ჩამოაგდეს და კონსტიტუცია გააუქმეს. პრეზიდენტის თანამდებობას დროებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადლი მანსური დაიკავებს. პრეზიდენტის გადაყენებას 12 მილიონი ეგვიპტელი ითხოვდა. სამხედრო ძალების ხელმძღვანელის განცხადებას პრეზიდენტის გადაყენების შესახებ დემონსტრანტები ოვაციებითა და ფეიერვერკით შეხვდნენ.

არმიის მეთაურმა გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ გადატრიალების შესახებ მუსლიმებისა და კოპტების მთავარ სასულიერო პირებთან, ეგვიპტის მთავარ მუფთთან და ალ აზჰარის მეჩეთის მთავარ იმამთან ერთად გამოაცხადა. მოსახლეობას ნობელის პრემიის ლაურეატმა და სეკულარული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამედ ალ ბარადეიმაც მიმართა.

სამხედრო ძალებმა მორსის ულტიმატუმი მისცეს, თუმცა მან თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვა. ჯერჯერობით მორსის ადგილმდებარეოება უცნობია. 

კომენტარები