შსს

მკვლელობა იოსებიძის ქუჩაზე გახსნილია

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს იოსებიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ხიზანიშვილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები