საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

კალათბურთის ფედერაციამ ნატურალიზებული კალათბურთელები წარადგინა

ლიუკ ზელერი
www.usabasketball.com

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, კალათბურთის ფედერაციისა და საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან დაკავშირებით, ნაკრებში ორი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს.

გამოცდილი ამერიკელი რიკი ჰიკმანი, რომელიც თელ ავივის მაკაბის ღირსებას იცავს, გამთამაშებელია და ჯეიკობ პულენს შეცვლის.

მეორე მოთამაშე ლიუკ ზელერია, რომელიც NBA-ში, ფენიქს სანზსში თამაშობს და პოზიციით ცენტრია.

ნაკრები 8 ივლისს შეიკრიბება და სწორედ შეკრების შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს მის შემადგენლობაში.

"საქართველოს ნაკრებისთვის ნატურალიზებულ მოთამაშეს დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით. მოლაპარაკება რამდენიმე მოთამაშესთან გავმართეთ. მათ შორის იყვნენ საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები, რომლებმაც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს. 

მათ საკუთარი მიზნები და გეგმები აქვთ. არჩევანი კი რიკი ჰიკმანზე შეჩერდა, ვინც გასულ სეზონში ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ნაკრებს სარგებელს აუცილებლად მოუტანს. ცენტრის პოზიციაზე ლიუკ ზელერი დავიმატეთ. ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება. ჰიკმანსა და ზელერს შორის არჩევანს სამწვრთნელო შტაბი გააკეთებს", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი, სერბი ალექსანდრ ჩვოროვიჩი იმუშავებს, ამერიკელი მეთბრეისი კი იგორ კოკოშკოვის ვიდეო-ასისტენტი იქნება.

დღეს, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობაც დასახელდა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს ზაზა ფაჩულია

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მოთამაშე

პოზიცია

გუნდი 2011-12

გიორგი ცინცაძე

უკანახაზელი

ბუდიველნიკი, უკრაინა

ოთარ ფხაკაძე

უკანახაზელი

ვერმონტი, NCAA, აშშ

მანუჩარ მარკოიშვილი

უკანახაზელი, ფორვარდი

გალათასარაი, თურქეთი

ბესო ლეჟავა

უკანახაზელი

არმია

დუდა სანაძე

უკანახაზელი

სან დიეგო, NCAA, აშშ

რევაზ როგავა

უკანახაზელი

შსს-აკადემია

მერაბ ბოქოლიშვილი

უკანახაზელი

შსს-აკადემია

ბექა ჩიკვილაძე

უკანახაზელი, ფორვარდი

დინამო

რიკი ჰიკმანი

უკანახაზელი

მაკაბი, ისრაელი

ანატოლი ბოისა

უკანახაზელი, ფორვარდი

არმია

თორნიკე შენგელია

ფორვარდი

ბრუკლინი, NBA, აშშ

ლევან ფაცაცია

ფორვარდი

ოლიმპი

ვიქტორ სანიკიძე

ფორვარდი

სიენა, იტალია

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

ფორვარდი

ჩემპვილი, ლიბანი

ბექა ბურჯანაძე

ფორვარდი

კახასოლი, ესპანეთი

ნიკა მეტრეველი

ფორვარდი, ცენტრი

პაფონი, იტალია

გიორგი შერმადინი

ცენტრი

ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი

რიჩარდ მათიაშვილი

ცენტრი

ქუთაისი

გიორგი შარაბიძე

ცენტრი

არმია

ლიუკ ზელერი

ფორვარდი, ცენტრი

ფინიქსი, NBA, აშშ

კომენტარები