უმაღლესი განათლება

სასამართლომ ორ სტუდენტს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

დღეს, 5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ორი სტუდენტის, ნიკოლოზ ჩომახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის სასამართლო პროცესი. ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ კობა გოცირიძემ სტუდენტებს  "არ შეეხოთ უნივერსიტეტებს" ბანერის გაკვრისათვის 1000-1000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ჩომახაშვილი და ჩიქოვანი სამართალდამცავებმა 26 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ისინი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. სამართალდამცველებმა სტუდენტები იმავე ღამით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ჯარიმა უპრეცედენტოდ მაღალია და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.  

კომენტარები