ბარბარე რაფალიანცის საქმე

შსს: პრეზიდენტის განცხადება ბარბარე რაფალიანცის საქმეზე სიცრუეა

ნინო გიორგობიანი
შსს

შსს-ს პრესამსახურის უფროსი სიცრუეს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეს ვეღარ გამოიძიებენ - ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა. გიორგობიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხსენებული საქმე შს მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი:

"მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში ჩიხში იყო შესული და ცხელ კვალზე არ მოხდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. როგორც ცნობილია, ეს საქმე მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა და ამ დროისთვის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს", - ამბობს გიორგობიანი.

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე პრეზიდენტმა 9 ივლისს, ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვეღარ იძიებს ორ მთავარ თემას - ციხეში წამებისა და გარდაცვლილი ბავშვის საქმეს, რომლებიც დღევანდელმა მმართველ გუნდმა არჩევნებამდე პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა.

კომენტარები