ბედუკაძის საქმე

გიორგობიანი: პროკურორის საქმიანობაში შს მინისტრი არ და ვერ ჩაერევა

ნინო გიორგობიანი
შსს

არჩილ კბილაშვილის განცხადებას, რომელიც პროკურორმა გადაცემა რეზიუმეში გააკეთა, შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ინტერპრესნიუსთან საუბარში გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ იზიარებს პრემიერმინისტრის პოზიციას ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უკვე მოუწოდა არჩილ კბილაშვილს, რომ მანაც გაიზიაროს პრემიერის პოზიცია. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის განხილვაში მინისტრის მონაწილეობას, შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლოდ მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ზოგადად, პროკურატურის საქმიანობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ და ვერ ჩაერევა", - განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები