ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

მაია რჩეულიშვილი: წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ

fortuna.ge

ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. როგორც რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ბრალის ოფიციალური წარდგინების შემდეგ განუცხადა, პროკურატურაში უამრავი საჩივარია შესული და "გასაკვირი ის იქნებოდა, თუკი ცენტრ პოინტთან დაკავშირებით პროკურატურა არ დაინტერესდებოდა".

"წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მასალებს ბოლომდე არ გავცნობივარ, მხოლოდ დადგენილებას გავეცანი. მასალებს ხვალ გადმოგვიგზავნიან, რომელსაც შევისწავლით. ფაქტი სახეზეა, რომ ყველა ქონება, რომელიც ნაყიდი იყო ამ პერიოდში, დღესაც არის სახეზე წარმოდგენილი და წარმოადგენს ჩემი და ნაწილობრივ ხალხის საკუთრებას, ვისთანაც თავს ვგრძნობ მოვალედ. რაც შეეხება ინვესტის ეპიზოდს, ყოველდღე მიმდინარეობს პროცესი, ხდება მორიგება სასამართლოს მეშვეობით და ამ ხალხს გადაეცემა უძრავი ქონება. ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურ პროცესს უკავშირდებოდეს, უბრალოდ იმდენი საჩივარი იყო შეტანილი, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, პროკურატურას ყურადღება არ მიექცია ამისთვის, მაგარამ უამრავ ეპიზოდში, რომელიც წავიკითხე, ჩემი პოზიცია საგამოძიებო ორგანომ არ იცის და ჩემს ადვოკატთან ერთად აღნიშნულ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ", - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა. 

ცენტრ პოინტ ჯგუფისა და დექსუსის დამფუძნებლებს დიდი ოდენობის თანხების მითვისების ბრალი დღეს, 11 ივლისს წაუყენეს.

კომენტარები