საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი მთავრობისგან კბილაშვილის გათავისუფლების დოკუმენტს ითხოვს

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობისგან მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დოკუმენტის წარდგენას ითხოვს.

როგორც ბათუმში მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, მთავარმა პროკურორმა დაარღვია კანონის უზენაესი პრინციპები და თუ პრემიერი ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მთავრობამ არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.

"ორი დღის წინ შევთავაზე საქართველოს პრემიერმინისტრს, წარმოადგინოს მთავრობამ დოკუმენტი ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ის არ ეთანხმება ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევის, მთავარი სადისტის, ბედუკაძის შეწყალებას, რომელმაც შემდეგ ეს კადრები გაყიდა და ვის მიყიდა, მე პირადად ძალიან კარგად ვიცი. თუ პრემიერმინისტრი ამას არ ეთანხმება, მაშინ უნდა წარმოადგინონ მოსახსნელად ეს კაცი და მე, პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მას გავათავისუფლებ. თორემ ისე გამოვა, რომ იმან შეიწყალა, გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, ამათ დაგმეს და მერე ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, იმის გამო, რომ მთავარმა პროკურორმა დაარღვია სამართლის უზენაესობის მთავარი პრინციპები, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მთავარი პროკურორი გასათავისუფლებლად და მე ამ შუამდგომლობას დავაკმაყოფილებ დღესვე. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს შეშფოთება იყო სრული თვალთქმაცობა და ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ თამაშთან რომლის ერთადერთი მიზანია საზოგადოების გასულელება და შეცდომაში შეყვანა. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ წამოეგება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები