პატრიარქის ქადაგება

ილია მეორე: უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

"უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 12 ივლისს, სამების ტაძარში იქადაგა. მისი თქმით, თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული და "ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს".

"უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ  პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის - ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - განაცხადა პატრიარქმა.  

 

კომენტარები