თბილისის საკრებულო

კოკი იონათამიშვილის ხელმძღვანელობით ფრაქცია დედაქალაქი შეიქმნა

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია დედაქალაქი შეიქმნა, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, კოკი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქცია დედაქალაქის პრეზენტაცია საკრებულოში დღეს გაიმართა.

კოკი იონათამაშვილის თქმით, ფრაქციის შექმნის მიზანი თბილისელების ინტერესების დაცვაა.

"როგორი პოლიტიკური ვითარებაც უნდა იყოს შექმნილი, ჩვენი ამოცანა არის თბილისელების უფლებების დაცვა. შევეცდებით, რომ ხარისხი საკრებულოს საქმიანობის იყოს მაღალი და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი პოზიცია", - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. 

ფრაქციაში ამ ეტაპზე გაწევრიანებული არიან კოკი იონათამიშვილი, მამუკა კაციტაძე და ბესარიონ ბენდელიანი. 

კომენტარები