NDI

NDI: მარტთან შედარებით, რუსეთს რეალურ საფრთხედ 11%-ით მეტი მიიჩნევს

NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ს რუსეთი საქართველოსთვის არსებულ და რეალურ საფრთხედ მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ეს მონაცემი 26% იყო.

რუსეთი რეალურ და არსებულ საფრთხედ მიაჩნია თბილისის მოსახლეობის 43%-ს, სოფელში კი ასე 31% ფიქრობს.

34% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია. მარტის მონაცემებით, მსგავსი მოსაზრება გამოკითხულთა 42%-ს ჰქონდა.
გამოკითხულთა 20% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა მოსწონს გამოკითხულთა 25%-ს, არ მოსწონს 63%-ს. მარტში მათი რაოდენობა, ვისაც რუსეთთან არსებული ურთიერთობა მოწონდა, 38%-ს შეადგენდა.

აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მისაღებია გამოკითხულთა 61%-ისთვის.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია 79%-ისთვის, NATO-ს წევრობის მიზანი კი მისაღებია 73%-ისთვის.
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანების ვადებს, გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გახდება. მარტის თვეში NATO-ში გაწევრიანებას 2016 წლამდე 16% ელოდა. 15%-ს მიაჩნია, რომ ეს არასდროს მოხდება. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კომენტარები