მთავარი პროკურორი

ივანიშვილი: კბილაშვილის გადაყენება იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერი მთავარი პროკურორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კბილაშვილის საკითხის დაყენება არც მას და არც პრეზიდენტს "არ ეკუთვნის":

"მე პირადად არც უნდა დავაყენო მისი გადაყენების საკითხი, მე არ მეკუთვნის. არ ეკუთვნის არც მას, ეს არის იუსტიციის მინისტრის პრეროგატივა. ამ კაცს, მე როგორც ვიცი და მქონდა საუბარი, კანონი არ დაურღვევია. მე არ მომეწონა მორალურად, როგორც გადაწყვიტა და როგორც გააკეთა, გამოვთქვი ჩემი პოზიცია შიგნითაც და გარეთაც გაიგეთ. მაგრამ პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთი სამტკიცია იმისა, თუ როგორ მართავდა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ სტილს, ეს არ არის მმართველობის დემოკრატიული სტილი და ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციით, ვისაც რა უფლებები აქვს, მას განახორციელებს", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობისგან მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების დოკუმენტის წარდგენა 11 ივლისს მოითხოვა

 

კომენტარები