კორი მონტეიტი

კანადელი მსახიობი კორი მონტეიტი გარდაიცვალა

people.com
კანადელი მსახიობი, 31 წლის კორი მონტეიტი, შაბათს, 13 ივლისს გარდაიცვალა. 
 
ფინ ჰადსონის როლის შემსრულებელი FOX- ის ცნობილ სერიალში Glee, ვანკუვერის სასტუმროს ნომერში, მომსახურე პერსონალმა გარდაცვლილი იპოვა.
 
სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მსახიობის ცხედარს ექსპერტიზა ორშაბათს ჩაუტარდება.
 
კორი მონტეიტი ვანკუვერს 6 ივლისს ეწვია. პოლიციის ცნობით, პარასკევ საღამოს მას სასტუმროს ნომერში ბევრი ადამიანი ჰყავდა, თუმცა ვიდეოკამერებმა მსახიობი დილის საათებში, სასტუმროში მარტო დაბრუნებისას დააფიქსირეს. პოლიცია იმ ადამიანებს კითხავს, ვინც პარასკევ საღამოს მონტეიტთან ერთად იმყოფებოდნენ.
 
კორი მონტეიტი სამი თვის წინ, სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულის გამო. 
 
მონტეიტი ამჟამად 3 პროექტში იღებდა მონაწილეობას, რომელიც გადაღების პროცესშია. 
 

კომენტარები