კრიმინალი

შვეიცარიაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს

Václav Král / flickr

შვეიცარიაში, ძარცვის ბრალდებით პოლიციამ საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაკავებულებს ბოლო რვა თვის განმავლობაში 23 ძარცვის განხორციელებაში ედებათ ბრალი. 

როგორც შვეიცარიის პოლიცია იუწყება, ბრალდებულები შვეიცარიელების ქალაქგარეთ არსებული სახლებიდან ფულსა და ოქროულობას იპარავდნენ.

შვეიცარიის მთავრობამ 9 დაკავებულის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დანარჩენი ორი საქართველოს მოქალაქე სასამართლოს სხდომამდე, შვეიცარიაში პატიმრობაში დარჩება. 

კომენტარები