ფარული ჩანაწერები

წულუკიანი ფარულ ჩანაწერებზე: მთავრობას გაუგრძელდა რეაგირების დრო

"მთავრობას გაუგრძელდა დრო რეაგირების ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. არადა, საზოგადოება წუხს და შფოთავს", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი აცხადებს, რომ სასურველია მალე გამოქვეყნდეს თომას ჰამარბერგის დასკვნა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

"იქ არის ორი კატეგორია (ფარული ჩანაწერების), როგორც ჩვენთვის ცნობილია - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და აგრეთვე კადრები, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის შემცველია. ამ სხვადასხვა ტიპის კადრებს სხვადასხვა ტიპის მიდგომა სჭირდება და ჩვენ დაველოდებით მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივუდგეთ ამ ორი ტიპის კადრებს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები