ვიდეომუქარა

ალასანია: ვიდეორგოლსა და ავღანეთში თავდასხმას შორის კავშირი არ არსებობს

0 კომენტარი
კადრი ტელეკომპანია ПИК-ის სიუჟეტიდან ფოტო: Канал ПИК / YouTube

თავდაცვის მინისტრის თქმით, თალიბანის სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეორგოლსა და ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმას შორის კავშირი არ არსებობს.

ამასთან, ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაში თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სადაზვერვო საშუალებებიც ჩაერთოს.

"შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენასა და ავღანეთში განხორციელებულ თავდასხმას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ჩვენ, შეიარაღებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი, მე, როგორც მინისტრი, ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. მე მქონდა არაერთი შეხვედრა შს მინისტრთან. ჩვენ გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი გვექნება ამ გამოძიებაში. ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ყველა დეტალი ამ ამორალური, სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულის იყოს გამოძიებული. დადგენილი იყოს, როგორც შემკვეთები, ასევე შემსრულებლები და სამაგალითოდ იყვნენ დასჯილები", - ამბობს ალასანია.

შეგახსენებთ, მუქარის შემცველი ვიდეომასალა Youtube-ზე 2 ივნისს შექმნილი ანგარიშით 5 ივნისს ატვირთეს. 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ცხრა ქართველი ჯარისკაცი.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ინტერნეტში გავრცელებული მუქარისშემცველი ვიდეოკლიპები ნამდვილად საქართველოდან არის ატვირთული და არავითარი კავშირი არ აქვს თალიბებთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ნელი ტემპით არ მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ყველაფერს გაიგებთ", - თქვა 11 ივნისს შს მინისტრმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები