უბედური შემთხვევა

ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

timer.ge

ჭიათურის მაღაროში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა. უბედური შემთხვევა მაღაროში გუშინ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა შალვა დარბაიძე. 

მაღაროს თანამშრომლების განცხადებით, დარბაიძე ფითილს ამზადებდა, რა დროსაც ჭერი ჩამოინგრა, მას ლოდი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა. 

კომენტარები