საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი პრეზიდენტს გათავისუფლებას სთხოვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.

"2013 წლის 15 ივლისს კომისიაში შემოვიდა ირაკლი ჩიქოვანის ხელმოწერით ორი განცხადება, ერთი განცხადებით ის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს, მეორე განცხადებით კი, კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კარლო კვიტაიშვილს მიმართავს და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების გადაგზავნას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ჩიქოვანი 2009 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 12 აპრილამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იყო, 12 აპრილიდან დღემდე კი - კომისიის წევრი.

ჩიქოვანის გადადგომას წინ უძღოდა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადება, რომ მომავალ პლენარულ სხდომაზე, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილისა და კომისიის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა. ხიდაშელი განმარტავს, რომ ირაკლი ჩიქოვანს ინტერესთა შეუთავსებლობა აქვს და სხდომებს არ ესწრება, რაც კანონის დარღვევაა. დეპუტატის თქმით, კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი კომისიის წევრობის პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო, რაც ასევე აკრძალულია კანონით. საპარლამენტო კომისია სოფიო ბრიტანჩუკის - მარეგულირებელი კომისიის მესამე წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხსაც სწავლობს.

 

კომენტარები