უეფას ჩემპიონთა ლიგა

დუშან უჰრინი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ვაპირებთ

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

დღეს, დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება.

დინამო თბილისი ფარერის კუნძულების სტრეიმურს უმასპინძლებს.

დინამოელებს ტრავმის გამო პეტერ გრაიციარი დააკლდებათ და, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს ახლახან დამატებული კოტ დივუარელი თავდამსხმელი პატრიკ ვუო.

"ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ვაპირებთ და დღეს ამისთვის პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, რადგან შეუფასებლობა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე დინამოს მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა.

ბუკმეიკერების აზრით, დინამო დღევანდელი შეხვედრის ფავორიტია, თუმცა სტუმრები თბილისში უიმედოდ არ ჩამოსულან.

"ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. დინამო დღევანდელი მატჩის ფავორიტია, თუმცა ჩვენ ფსიქოლოგიურ წნეხს არ განვიცდით და ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ. თუ დღეს გოლს გავიტანთ, ეს ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა სტრეიმურის მთავარმა მწვრთნელმა რუნი ნოლსოემ.

შეხვედრა დინამო თბილისსა და სტრეიმურს შორის, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

 

კომენტარები