ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროკომისარი შტეფან ფულე ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

Reuters

გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა - ინფორმაციას ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. სატელეფონო საუბარი ფულესა და მერაბიშვილს შორის 12 ივლისს გაიმართა.

"საუბარი, სხვა საკითხების გარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის განთავსების პირობებსაც შეეხო", - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა იაცეკ პროტაშევიჩმა 11 ივლისს მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. აღნიშნული ფაქტი იმავე დღეს ტაბულასთან საუბარში მერაბიშვილის ადვოკატმა დაადასტურა.

  

კომენტარები