კულტურული მემკვიდრეობა

პრეზიდენტი: იშხნის აღდგენით სამუშაოებზე ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ

ბუბა კუდავა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, იშხნის ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ. სააკაშვილის თქმით, ამის შესახებ ის თურქეთის პრემიერმინისტრ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას მოელაპარაკა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველ ექსპერტებს იურიდიული საკითხების მოწესრიგებამდე დაუშვებენ, ხოლო ქართველების დასკვნამდე აღდგენითი სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

"მე შევატყობინე კულტურის სამინისტროს, რომ ისინი უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ იურიდიული ფორმების მონახვაზე, იმიტომ რომ, მაგალითად, რაბათში გუმბათის დანგრევა და რაღაც დამახინჯება არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. ნგრევა არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი, იმდენია ქვეყანაში ასაშენებელი. მე რაც ვნახე, თურქეთის პრემიერმინისტრი იყო ძალიან გახსნილი, ძალიან კონსტრუქციული, ოღონდ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხ. სტატია: იშხანი – ერთ მეჩეთს შეწირული კულტურული მემკვიდრეობა 

კომენტარები