მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანიშვილთან კონტაქტი შეწყდა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

ბიძინა ივანიშვილი განათლებას ფაქტობრივად არ აფინანსებდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ნანუკას შოუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ის ვერ იხსენებს, რომ ივანიშვილს პოლიცია დაეფინანსებინოს.

"რამდენიმე უცნაური მომენტი იყო, მაგალითად, უცხოეთში სტუდენტების სწავლას არასოდეს აფინანსებდა. ფაქტობრივად, ახალგაზრდების, განათლებას არ აფინანსებდა. მას ჰქონდა შეხედულებები, მაგალითად მსახიობების, რეჟისორების დაფინანსებასთან დაკავშირებით.  მე ვერ ვიხსენებ მის მიერ პოლიციის დაფინანსების შემთხვევას. სკოლები დააფინანსა და ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პირადად მე დავარწმუნე, რომ გამოეყო ფული. 2005-06-წლებში, სკოლებისთვის მერხების ყიდვა და პატარ-პატარა რემონტები, მისი ფულით გაკეთდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილი განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილთან ურთიერთობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

"სანამ პატარკაციშვილი ცოცხალი იყო, სწორედ იგი მიაჩნდა მთავარ საფრთხედ. ამიტომ, ურთიერთობდა განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილთან. სულ ეშინოდა, რომ პატარკაციშვილი მოკლავდა და, სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, პატარკაციშვილიც ვერ იტანდა. ჩვენი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ზუსტად, ქრონოლოგიურად დაემთხვა მისი მხრიდან ყველანაირი პრობლემის შეწყვეტას. ქრონოლოგიურად მისი გაუჩინარება ემთხვევა პატარკაციშვილის გარდაცვალებას. ძირითადად ვანოსთან ჰქონდა ურთიერთობა და ვანომ როგორც მითხრა, მას მერე ყველანაირი კონტაქტი შეწყდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები