საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი ID ბარათებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევას გამოაქვეყნებს

იუსტიციის მინისტრის თქმით, პირადობის ახალ მოწმობებთან დაკავშირებით, მისმა უწყებამ საზოგადოებრივი აზრი იკვლია, რის შედეგებსაც მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. წულუკიანი მიიჩნევს, რომ ახალი პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო პრობლემები მოგვარდება.

"ახალი პირადობის მოწმობები, რომელსაც წინა ხელისუფლება გაუგებარ სიტყვას - ID ბარათებს ეძახდა, ეს არის ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, მაგრამ არაჩვეულებრივი იმ გაგებით, რომ ძველი მოწმობებისგან განსხვავებით, მისი გაყალბება შეუძლებელია და ის ბევრად დაგვეხმარება საარჩევნო პრობლემებიც მოვაგვაროთ. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა საჯარო გახდება ივლისის ბოლოს და ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ იმ შედეგებს, რაც ამ კვლევის დროს გამოვლინდა, კერძოდ, ჩვენი საზოგადოების განწყობებს ამ დოკუმენტის მიმართ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები