დაკავება

შსს: ზუგდიდის ინციდენტში მონაწილე 12 პირი დაკავებულია

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის პარალელურად გამართული აქციის 12 მონაწილე დააკავა - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, კოალიცია ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის დაიცავი საქართველოს და ქალები მშვიდობისათვის წევრები ნაციონალური მოძრაობის წევრების სამეგრელოში ჩასვლას შეძახილებითა და სხვადასხვა ნივთების სროლით აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ამბობდენ, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების შემდეგ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ზუგდიდში პრაიმერის ჩატარების მორალური უფლება არ აქვთ.

სახელმწიფო თეატრის წინ შეკრებილებმა  ე. წ სირცხვილის კორიდორიც გააკეთეს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. ინცინდენტის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქცია ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

 

კომენტარები