საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ISFED: ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), 2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

ორგანიზაციას წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტები არ დაუფიქსირებია. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2013 წლის ივლისიდან სახელმწიფო პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უკვე დაანონსებული იყო.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ სოციალური პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ იქნეს აღქმული,ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანებისა და პარტიული ინტერესების მკაფიო გამიჯვნა.

"სახელმწიფო სოციალური პროექტების რეკლამირებისა და განხორციელების პროცესში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. 

კომენტარები