თბილისის საქალაქო სასამართლო

სპეცრაზმელთა წამებაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად სპეცრაზმელთა წამებაში ბრადლებული, დავით ჩუბინიძე დღეს სასამართლომ 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა, ვინაიდან მიიჩნია რომ არ არსებობს მისი მიმალვის საშიშროება. ეს თანხა 20 დღის ვადაში უნდა დაიფაროს.

''ბრალდების მხარეს რა თქმა უნდა ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტები. იმის გამო რომ დავით ჩუბინიძე სასამართლოზე იქცეოდა აგრესიულად, მოწმეებს ემუქრებოდა, იგი მონახავდა აუცილებლად და პასუხს მოთხოვდა, ასევე ის რომ ჩუბინიძე ფლობს უნარებს, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მომზადებული, შეძლებს ადვილად მიემალოს სასამართლოს და აარიდოს თავი სასჯელს''- განაცხადა პროკურორმა, შაქრო ზაალიშვილმა. 

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით 7 პირია ბრალდებული, უმრავლესობას გირაო შეეფერდათ, ახალაიას კი პატიმრობა.

კომენტარები