ევროკავშირი-საქართველო

ეშტონი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წინ იაროს

ქეთრინ ეშტონი
bobby fraker / wikipedia

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობაა. დღის დასასრულს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უპასუხა. 

ეშტონმა აღნიშნა, რომ ფანჯიკიძესთან შეხვედრას ელოდება, რათა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. 

"მე დიდი მოლოდინით ველოდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ისევ შეხვედრას, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე. მე ვუთხარი პრემიერ ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს და იმავეს ვიტყვი ახლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ იაროს წინ, გააძლიეროს და გააღრმავოს ევროკავშირთან ურთიერთობა, რაც, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის სურვილია. ის ღირებულებები, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, დაცული უნდა იყოს. საქართველოსთან ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი შეეხება არა მარტო მოკლევადიან პერიოდს, არამედ იმას, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოს და როგორ ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ეშტონმა. 

კომენტარები