ბარსელონა

ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო იქნება

ხერარდო მარტინო
mirror.co.uk

ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი ხერარდო მარტინო იქნება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კონტრაქტი ორწლიანია. ახალი მწვრთნელი ოფიციალურად კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს და მისი წარდგენაც მაშინ მოხდება. წარსულში, 50 წლის არგენტინელი ნიუელს ოლდ ბოიზს წვრთნიდა და კლუბთან ერთად 2013 წლის სუპერფინალში მიიღო მონაწილეობა, ასევე ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალამდეც მივიდა, სადაც ატლეტიკუ მინეირუსთან დამარცხდა.

კატალონიური კლუბის თავკაცის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტიტო ვილიანოვამ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების გამო, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები