საქართველო-აშშ

ქართული დელეგაცია კონდოლიზა რაისს შეხვდა

თინა ხიდაშელის Facebook-ის გვერდი

ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს შეხვდა. კონდოლიზა რაისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს, საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო. 

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს სხვადასხვა საკითხებში დახმარება აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრად რჩება. 

კომენტარები