ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა შვილს ჯორჯი დაარქვეს

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი ვაჟთან ერთად
news.com.au

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ახალდაბადებული ვაჟის სახელი ცნობილია. BBC-ის ცნობით, ბრიტანელი ბუკმეიკერების ვარაუდი გამართლდა და ახალდაბადებულს ჯორჯ ალექსანდერ ლუი დაარქვეს. ოფიციალურად ჯორჯ ალექსანდერ ლუი მაუნტბატენ-უინძორი მოიხსენიება, როგორც მისი სამეფო უმაღლესობა, კემბრიჯის პრინცი ჯორჯი.

ახალი ბრიტანელი პრინცის სახელი საკმაოდ მოკლე ვადებში გახდა ცნობილი. შედარებისთვის, მამამისის უილიამის სახელი, რომელიც 1982 წელს დაიბადა, მხოლოდ ერთ კვირაში გაცხადდა, ხოლო 1948 წელს დაბადებული ჩარლზის - ერთ თვეში.

უილიამი, ქეიტი და ბავშვი, სამშობიაროს დატოვების შემდეგ, კენსინგტონის სასახლეში გაემგზავრენ, სადაც ღამე გაატარეს, შემდეგ კი მიდლტონის ოჯახის სანახავად, ბერკშირის საგრაფოს მიაშურეს.

ჯორჯ ალექსანდერ ლუი მაუნტბატენ-უინძორი 22 ივლისს, წმინდა მერის სამშობიაროში დაიბადა და 3.8 კილოგრამს იწონის.

აქამდე არსებობდა ექვსი მეფე სახელით - ჯორჯი, მაგრამ ბუკმეიკერთა სავარაუდო სახელის ვარიანტებში არ ფიგურირებდა ალექსანდერი და ლუი.

დედოფალი ელიზაბეთ II-ს სრული სახელია ელიზაბეთ ალექსანდრა მერი, ხოლო პრინცი უილიამის - უილიამ ართურ ფილიპ ლუი უინძორი. 

ახალდაბადებულის დიდი ბაბუის დიდი ბაბუა, დედოფლის მამა, ალბერტ ფრედერიკ ართურ ჯორჯი ტახტზე ასვლისას აკურთხეს, როგორც ჯორჯ VI. მეფედ კურთხევისას, მან მეოთხე სახელი აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის ცნობილი იყო, როგორც ბერტი.

კომენტარები